საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო სესიაში - „ევრაზია შემდეგი ზღვარი“. სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევრაზიის რეგიონის ეკონომიკურ პერსპექტივებზე.
„უკანასკნელ წლებში საქართველოს ეკონომიკაზე დიდი გავლენა იქონია რეგიონული მნიშვნელობის რამდენიმე მოვლენამ. მართლაც, სახეზეა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ძვრები. ნება მომეცით, ყურადღება გავამახვილო დადებით ძვრებზე. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივა, სთავაზობს რეგიონის ქვეყნებს ესოდენ აუცილებელ ბიძგს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ლაპარაკია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ჩათვლით. ვაჭრობასთან დაკავშირებული სტრატეგიების ზედმიწევნითი რეფორმების გატარებით, როგორც ეს მოიაზრება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისფარგლებში, საქართველო იმედოვნებს, რომ მოიპოვებს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ გასასვლელს ევროკავშირის ბაზარზე თავისი პროდუქციისა და მომსახურებისათვის. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ეს ხელშეკრულება ხელს შეუწყობს პირდაპირი ინვესტიციების ნაკადს საქართველოში,”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დავოსში გამართული საჭირო, ღია და არსებითი საუბრები გლობალური ეკონომიკური გამოწვევების შესახებ მომავალშიც გაგრძელდება.
![]() |