“ადლიას ბაზაზე ხედავთ, რომ პრაქტიკულად მთლიანად ახლიდან გარემონტდა და გაკეთდა ყაზარმა. დასრულების სტადიაშია საქვაბე, რომელიც მთლიანად მოემსახურება ამ ბაზას. განახლდა ასევე ის შენობა, რომელიც დღეს ინგლისური ენის კლასებს მასპინძლობს. ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა ოფიცრებმა და სამხედროებმა დაიწყეს ინგლისურის სწავლა. ეს აუცილებელი ენაა ნატოსთან თავსებადობის კუთხითაც. მთავარია თავსებადობაა იმ კუთხით, რომ ჩვენი ჯარისკაცები იმყოფებიან უკეთეს პირობებში. ეს არის ძირითადი, რაც ჩვენ დავიწყეთ გასულ წელს და გავაგრძელებთ წელს. ყველა ბაზაზე შევქმნით მაქსიმალურად ისეთ პირობებს, რომელიც შეძლებს ჩვენს ჯარისკაცებს მისცეს თავისი ფუნქციის - ქვეყნის დაცვის განხორციელების შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ღირსეულ პირობებში ბევრად უფრო ეფექტური იქნება ქართველი ჯარისკაცი”, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის: 2013 წელს თავდაცვის სამინისტრომ 100-ზე მეტი მასშტაბური და მცირე სამშენებლო პროექტი განახორციელა. ეს პროცესი 2014 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება, რაც ქართველი სამხედროების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და მათი ბრძოლისუნარიანობის გაზრდას ემსახურება.