აქტუალური
ლაშა ამირეჯიბის სკანდალური განცხადება

laSa-akt-3საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. სახალხო კრების წევრმა ლაშა ამირეჯიბმა სკანდალური განცხადება გააკეთა.
"ქართველი მუსლიმები გუშინ აღნიშნავდნენ წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს, სადაც თავი მოიყარა სრულიად საქართველოს მუსლიმებმა, მათ შორის მაღალი სასულიერო იერარქიის პირებმა მოლებმა მუფტებმა ახუნდებმა. აღსანიშნავია ის, რომ წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეზე არ მიიპატიჟეს ე.წ. ახალი შეიხი რამინ იგიდოვი, რომლის პროტეჟეებად დასახელებულნი არიან “კუდის”უფროსის ყოფილი მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი, „სუს“-ის თანამშრომელი სამირ ხიალოვი, ქვემო ქართლის „სუს“-ის უფროსი ივანე ბეგაშვილი და პრემიერის მრჩეველი სავალან მირზოევი. ამ საღამოს მე მქონდა ჩემს აზერბაიჯანელ მეგობრებთან შეხვედრა, ჩვენი საუბრის დროს კაფეში შემოვიდა ვაჟა ლელუაშვილი, იყიდა წყალი და გვერდით მაგიდაზე ჩამოგვიჯდა. შეეცადა ჩემი მეგობარი აზერბაიჯანელების ვინაობის დადგენას.

მინდა მივმართო საზოგადოებას, თუ ჩემს აზერბაიჯანელ მეგობრებს რამე შეემთხვათ ან შემთხვევით რამე დაემართათ, მე ლაშა ამირეჯიბი მთელს პასუხისმგებლობას ვაკისრებ ვაჟა ლელუაშვილს და მის სისხლიან გარემოცვას. ადგილზე, სადაც მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვსაუბრობდი, დამონტაჟებულია ვიდეო კამერები, ასევე მინდა დავასახელო მანქანის ნომერი რომლითაც იქ ვაჟა ლელუაშვილი იმყოფებოდა giy 555 „ტოიოტა“-ს მარკის ჯიპი. იმედი მაქვს ლელუაშვილს ეყოფა გონიერება და ჩემს აზერბაიჯანელ მეგობრებს რაიმე პროვოკაციას არ მოუწყობს “, – განუცხადა „პრაიმერს“ ლაშა ამირეჯიბმა.