პოლიტიკა
ისრაელი საქართველოს ულტრათანამედროვე ტანკს მიჰყიდის

tankiქართულ შეიარაღებულ ძალებს ახალი, ულტრათანამედროვე ტანკი „მერკავა-4“ შეემატება. ის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ტანკია მსოფლიოში. ისრაელი დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა თავს მისი გაყიდვისგან.

როგორც უცხოური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა უდი შენმა თანხმობა გასცა „მერკავას“ მიყიდვაზე მხოლოდ იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ისრაელთან მეგობრულ დამოკიდებულებაში იმყოფებიან. ეს გადაწყვეტილება კი მხოლოდ აშშ-ის თანხმობის შემდეგ განხორციელდა. ისრაელის მეგობარ სახელმწიფოთა ჩამონათვალში საქართველოც შევიდა.

საქინფორმი ამ ინფორმაციის უტყუარობის დადგენას თავდაცვის სამინისტროში შეეცადა, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სალომე მახარაძემ განგვიცხადა, რომ საინფორმაციო სააგენტოებთან ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.