საზოგადოება
იმისათვის, რომ თბილისისა და თბილისელების სასარგებლოდ მოხდეს შეთანხმება და დამტკიცდეს 2014 წლის ბიუჯეტი, აუცილებელია მერია და საკრებულო შეთანხმდნენ ბიუჯეტის პროექტის კომპრომისულ ვარიანტზე.
სწორედ ამ მიზნით, საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კახა კუკავამ და მამუკა კაციტაძემ მერის მოვალეობის შემსრულებელს, ქალბატონ სევდია უგრეხელიძეს თბილისის ბიუჯეტზე საკუთარი წინადადებები წარუდგინეს.
ოპოზიციონერი დეპუტატები მზად არიან შეხვდნენ მერის მოვალეობის შემსულებელს და დეტალურად განიხილონ წარმოდგენილი საკითხები.