სამართალი
ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში

natos-samxedro-samar-2საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში 11-12 თებერვალს ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი შედგება. ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნების ვიზიტს კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუ ბარტელსი უხელმძღვანელებს.

ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ცნობილი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე გახდა. გენერალური შტაბის უფროსის რანგში გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გენერალ კნუტ ბარტელსს პირველად შეხვდა.

ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნების ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გააკეთა, რომელიც ბრიუსელში  ნატოს სამხედრო კომიტეტის 170-ე შეხვედრაში იღებს მონაწილეობას.

„ეს იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რათა საქართველოში  უმაღლეს დონეზე მოხდეს რეგიონის უსაფრთხოების ჭრილში სამხედრო-პოლიტიკური თემების, ნატო-საქართველოს ურთიერთობის საკითხების განხილვა. ამავე დროს, ნატოს მაღალი დონის წარმომადგენლებმა თავისი თვალით იხილონ, თუ რა წარმატებებს მიაღწია საქართველომ“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება სამხედრო კომიტეტის სხდომა “28+1” ფორმატში.