აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავარ პროკურორად გიორგი ბადაშვილი დანიშნა

ak-3-badaSviliსაქართველო, 22 იანვარი, საქართველო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, საქართველოს მთავარ პროკურორად გიორგი ბადაშვილი დანიშნა.

მთავარი პროკურორის კანდიდატურისა და ზოგადად პროკურატურის საქმიანობის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა შეირჩა მისი კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმისა და კარგი რეპუტაციის მიხედვით.

გიორგი ბადაშვილი დაიბადა 1981 წელს. 2003 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

გიორგი ბადაშვილის კარიერა დაიწყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2006 წლის ივლისიდან, სადაც 2013 წლის მაისამდე სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

2013 წლის მაისიდან გიორგი ბადაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს  დირექტორის მოადგილე იყო.

2013 წლის 22 ნოემბრიდან დღემდე იგი მუშაობდააქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.