საზოგადოება
’’წარმომადგენლობითი სახალხო კრების’’ მხარდამჭერთა რეგიონული კონფერენცია დღეს ზუგდიდში გაიმართება. მასში ’’კრების’’ საინიციატივო ჯგუფის წევრები, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, არასამთავრობო ორგანიზაციის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" თავმჯდომარე ეკა ბესელია და სხვა მიწვეული სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ რეგიონული კონფერენციები უკვე ჩატარდა ბათუმსა და მცხეთაში, ქუთაისსა და გორში. ’’წარმომადგენლობითი სახალხო კრების’’ მხარდამჭერთა შუალედური შეხვედრა ზუგდიდის კულტურის სახლში გაიმართება.