საზოგადოება
საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიიფ ერდოღანს შეხვდა.
ამას გარდა, საუბარი შეეხო იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით.
შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით სამუშაო სადილის ფორმატით თურქეთის პრემიერის რეზიდენციაში გაიმართა, მისი დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში გაემართა, სადაც ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს ჯემილ ჩიჩეკს შეხვდა.