საზოგადოება
საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგას აბდულა გიულის შეხვდა.
საუბრისას ლიდერებმა აღნიშნეს, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. შეეხნენ ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა ყურადღება იმ მნიშვნელოვან პროექტებზეც გაამახვილეს, რომლებსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს.პირისპირ შეხვედრის შემდეგ ჩანკაიას სასახლეში პრეზიდენტების შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით გაგრძელდა, რომელშიც ორივე მხარის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური სადილი გაიმართა.