აქტუალური
გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ვიზიტი ბრიუსელში

aqtual-3-vizit-maioraსაქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.  21-23 იანვარს ალიანსის შტაბ-ბინაში ნატოს სამხედრო კომიტეტის შეხვედრა გაიმართება. ნატოს უმაღლესი სამხედრო პირები 2014 წელს პირველად შეიკრიბებიან.

შეხვედრების სერიას ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი კნუდ ბარტელსი უხელმძღვანელებს. ორი დღის განმავლობაში, ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნები ნატოს მიმდინარე ოპერაციებს, ტრანსფორმაციის პროცესსა და პარტნიორობის განმტკიცების სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ISAF -ის ოპერაციაში  მონაწილე ნატოს არაწევრი ქვეყნების გაერთიანებული შტაბების უფროსების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სიტყვით მიმართავს უცხოელ კოლეგებს. განხილული იქნება რიგი საკითხები,  სამხედრო სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და საქართველოს მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარებას.

მისიის "გადამწყვეტი მხარდაჭერა" დაგეგმვა იქნება ამავე ფორმატში გამართული კიდევ ერთი შეხვედრის თემა, რომელსაც გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრება.

დაგეგმილია ნატოს სამხედრო კომიტეტის შეხვედრა ევროატლანტიკური პარტნიორობის ფორმატშიც.