პოლიტიკა
„უსინდისოდ“ მონათლული შეხვედრა

shashiashviliპარლამენტში 8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს ხვდება.

შეხვედრაზე იმყოფებიან, დავით ბერძენიშვილი, მამუკა კაციტაძე, ალექსანდერე შალამბერიძე, დავით გამყრელიძე, ზურაბ ტყემალაძე, პაატა დავითაია, ლევან ვეფხვაძე, გია თორთლაძე, ჯონდი ბაღათურია და უმრავლესობის წევრები.

ალსანიას თქმით, შეხვედრაზე განიხილება საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშრებით თუ რა ფორმით წარიმართება მოლაპარაკებები.

აღნიშნულ შეხვედრას „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ის, რომ პარტიები, რომლებიც ხალხის ზურგს უკან ხელისუფლებასთან ასეთ შეხვედრას თანხმდებიან, უსინდისობაა.

„მე არავითარი სურვილი არ მაქვს, ასეთ მოლაპარაკებებს დავთანხმდე. აშკარაა, რომ ხელისუფლება, ასეთ მოლაპარაკებებს იმიტომ აწარმოებს, რომ უცხოეთში ვიღაცას რაღაც დაანახოს. ჩემი ვარაუდით, ხელისუფლება გაურიგდება პარტიებს და მარტ-აპრილში საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. დიდი უსინდისობაა, პარტია ასეთ მოლაპარაკებებს რომ თანხმდება, თან მხოლოდ იმიტომ, რომ პარლამენტში პარტიიდან 4-5 კაცი შევიდეს“, – აღნიშნა შაშიაშვილმა.