პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს და თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდა

mejlis-pol-1-mtსაქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში  თურქეთის  დიდი  ეროვნული  მეჯლისის  თავმჯდომარეს შეხვდა.

შეხ­ვედ­რაზე გიორგი მარგველაშვილმა და ჯემილ ჩიჩემა ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეს ორი ქვეყ­ნის ურთი­ერ­თო­ბისა და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­ს სა­კითხებ­ზე. საუბრისას აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია. მხარეებმა განიხილეს საქართველოს პარლამენტისა და თურქეთის ეროვნული მეჯლისის მეგობარი ჯგუფების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და დელეგაციის წევრმა მანანა კობახიძემ განაცხადა, შეხვედრისას ისაუბრეს ქვეყნებს შორის  კულტურული ურთიერთობის გაღრმავებაზე. ქართულმა დელეგაციამ მიიღო დაპირება, რომ მიმდინარე წელს ოშკის რესტავრაცია დაიწყება.

ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარესთან აუდიენციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი სასტუმრო „შერატონში“ თურქეთში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ ქართული ტრადიციები და კულტურა შეინარჩუნეს. ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა სტუმრებს კულტურული ნომრებიც წარუდგინეს.

საქართველოს პრეზიდენტთან შესახვედრად ანკარაში 200-მდე სტუმარი თურქეთის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოვიდა.ღონისძიებას ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

mejlis-pol-1-qvem