სამართალი
საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილედ ნინო კობახიძე დაინიშნა
samart-3საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს მომსახურების სააგენტოს ყოფილი უფროსი ნინო კობახიძე საქართველოს მთავრობის  კანცელარიის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ნინო კობახიძე უხელმძღვანელებს სახელმწიფო კანცელარიის მთავრობის ადმინისტრაციად გარდაქმნისა და რესტრუქტურიზაციის პროცესს, რომელიც მართვის ევროპულ მოდელზე გადასვლას ისახავს მიზნად.  კანცელარიის რეორგანიზაცია დაეფუძნება ღია და საჯარო მმართველობის ევროპულ მოდელს. გატარდება მნიშვნელოვანი სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები, რომლებიც სამთავრობო სტრუქტურებს შორის მეტ კოორდინაციასა და ეფექტიან მონიტორინგზე იქნება ორიენტირებული და მმართველობის თანამედროვე, ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.