საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების თაობაზე განკარგულება გამოსცა
საქართველო, 20 იანვარი,
საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 19 იანვრის #19/01/01“ განკარგულებას, რომლის თანახმად სულ შეწყალებულია 54 პირი, აქედან 2 არასრულწლოვანი და 3 ქალი.
პრეზიდენტის განკარგულება გადაეგზავნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს.