ამასთან, საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური სახსრები წარიმართება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით) და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესის უზრუნველსაყოფად.
კანონპროექტში ასევე მითითებულია, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დასახმარებლად აშშ-ის მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
ამასთან, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ მოხსენების მომზადებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რაც ევროკავშირთან ამ ქვეყნების ინტეგრაციის პროცესის შეფერხებას ემსახურება.
2014 წლის ასიგნებების გაერთიანებული აქტი (კანონპროექტის #7170 თავი) აშშ-ის სამთავრობო პროგრამების განხორციელებისთვის 1,012 ტრილიონი დოლარის გამოყოფას გულისხმობს.
კანონპროექტი 1 582 გვერდს მოიცავს და 12 კანონპროექტს აერთიანებს.