საზოგადოება
ინვესტიტურის ცერემონიალს ჯანმრთელობის გამო ვერ ესწრებოდა თავად საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი, ამიტომ ეს ღონისძიება ჩატარდა მისი მემკვიდრის, ბატონიშვილი ანას უშუალო ხელმძღვანელობით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სამეფოს გვირგვინის ორდენის კავალრები, მოწვეული სტუმრები.
"ბატონი კლაოდიო სოარეს როშა საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის მიერ ასევე დანიშნულ იქნა საქართველოს სამეფო სახლის ოფიციალურ წარმომადგენლად ბრაზილიაში.
ბატონმა კლაოდიომ უღრმესი მადლიერება გამოხატა იმ პატივისათვის, რაც მას საქართველოს სამეფო სახლმა მიანიჭა და აღუთქვა, რომ დაიცავს არა მარტო საქართველოს სამეფო სახლის ღირსებასა და ინტერესებს, არამედ საქართველოს კეთილდღეობისთვისა და ინტერესებისთვისაც არ დაიშურებს საკუთარ ძალისხმევას", - აცხადებენ საქართველოს სამეფო სახლის წარმომადგენლები.