აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში

akt-3საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტით გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან აბდულა გიულისთან, რომლის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. საქართველოს პირველი პირი ასევე შეხვდება თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს ჯემილ ჩიჩეკს.

ოფიციალურ პირებთან შეხვედრის დაწყებამდე, გიორგი მარგველაშვილი ათათურქის მავზოლეუმს მოინახულებს და მის საფლავს გვირგვინით შეამკობს.

ანკარაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში მცხოვრებ ქართველებსაც  შეხვდება.

თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი ტაო-კლარჯეთს მოინახულებს.

პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაშიარიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი ივანე მაჭავარიანი, საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძე.