აქტუალური
შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. მათ შორის, საუბარი შეეხო შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკ ლი ალასანია, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შოთაძე.