საზოგადოება
როგორც საქინფორმის ბათუმის კორესპონდენტმა გვაცნობა, ბათუმის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აქცია გამართეს. მოსწავლეები სკოლიდან ისტორიის პედაგოგის შარლოტა ქორიძის გათავისუფლების ფაქტს აპროტესტებენ. სკოლიდან პედაგოგი მანდატურების განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს.
მოსწავლეები პედაგოგის სკოლაში დაბრუნებას მოითხოვენ.
მათ დახმარება საქართველოს პრეზიდენტს წერილობით სთხოვეს, დირექტორს და განათლების მინისტრს კი მოსწავლეები და მათი მშობლები შეხვდნენ, თუმცა მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
აჭარის განათლების სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.