უცხოეთი
აფხაზეთის საგარეო უწყებას დროში ჩამორჩენად მიაჩნია, რომ საქართველო საერთაშორისო ურთიერთობებში აფხაზეთის მოქალაქეების იზოლაციას იჟინებს

1-midabxaziiსაქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. აფხაზეთში გაკვირვებით მიიღეს ინფორმაცია უნგრეთის მიერ გადასაადგილებელ დოკუმენტად აფხაზეთის მოქალაქეების ე. წ. ქართული ნეიტრალური პასპორტების აღიარების შესახებ.

„უნგრეთის მთავრობის მოქმედება სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური პროცესების განვითარების ლოგიკაში არ ჯდება. თავად საქართველოში ხომ ოფიციალური პირების მხრიდან ე. წ. ნეიტრალურ პასპორტებთან დაკავშირებით სკეპტიკურ მოსაზრებებს გამოთქვამენ. ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში დაფიქსირებულია, რო პროგრამის მოქმედების ორი წლის განმავლობაში „ნეიტრალური პასპორტები“ ძალიან ცოტა ხალხი დაინტერესდა, რაც, ფაქტობრივად, ამ პოლიტიკის ჩავარდნას ნიშნავს. არსობრივად იცვლება აშშ-ის მიდგომებიც აფხაზეთის მოქალაქეებისათვის ავისუფალი გადაადგილების უფლებების უზრუნველყოფის კუთხით“, - აღნიშნულია აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო განყოფილების კომენტარში.

აფხაზეთის საგარეო უწყება ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ „აფხაზეთის მოსახლეობის საერთაშორისო იზოლაციის მცდელობაში ყველაზე მეტი მისწრაფების დემონსტრირებას ევროპის სოციალისტური ბანაკის ყოფილი მეგობრები ახდენენ“. უწყებას დროში ჩამორჩენად მიაჩნია ის, რომ საქართველო საერთაშორისო ურთიერთობებში აფხაზეთის მოსახლეობის იზოლაციას იჟინებს.