უცხოეთი
საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ზამთრის ოლიმპიადის მიმდინარეობისას სოჭში მას ჰოკეის მატჩებზე, ფიგურული სრიალის შეჯიბრსა და სათხილამურო რბოლებზე დასწრება სურს.
“გულშემატკივრის როლში სამუშაოდან თავისუფალ დროს შეჯიბრზე დასწრებას შევძლებ. მინდა ვნახო ჰოკეი. ჩვენთან, ქვეყანაში ყველას უყვარს ფიგურული სრიალი და მეც მიყვარს. მომწონს სათხილამურო რბოლებიც“, - განაცხადა პუტინმა ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ვოლონტიორებთან შეხვედრისას. მან, ასევე, აღნიშნა, რომ დაინტერესებულია ბიატლონითა და სამთო თხილამურებით.