სამართალი
მიხეილ სააკაშვილის საიდუმლო წერილი

1-saidumlo-samart-1საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. საფრანგეთის ხელისუფლებისადმი კეზერაშვილთან დაკავშირებით მიწერილ წერილში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ 2008 წლიდან მოყოლებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრი  პარტიისთვის ფინანსების მოძიების კუთხით ცენტრალური ფიგურა იყო. ასევე ის მონაწილეობდა პარტიის ყველა სტრატეგიულ გადაწყვეტილებაში.

“პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ათწლეულის მანძილზე რადიკალური და ამბიციური რეფორმები განახორციელა და საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დაუახლოვა, ახლა დევნის, დაშინების და ძალადობის მსხვერპლად იქცა. ეს „კუდიანებზე ნადირობა“ მიმდინარეობს მას მერე, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა გაიმარჯვა… როგორც პოლიტიკური გუნდის საკვანძო ფიგურა და ერთ-ერთი დამფუძნებელ წევრი, დავით კეზერაშვილი იგივე საშიშროების წინაშეა და იგივე ბედი ელის, როგორც პარტიის სხვა ლიდერებს. დავით კეზერაშვილის ფიგურას ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მისი დაფუძნების დღიდან. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ვარდების რევოლუციის“ დროსაც,.. მისი როლი იყო უმნიშვნელოვანესი კორუფციის და მექრთამეობის სისტემის განადგურებაში, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და პროგრესს აფერხებდა. ეს წარმატება დაფიქსირდა ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რომლებიც ხოტბას ასხამდნენ და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მაგალითად ასახელებდნენ ამ მიღწევას. ამ ყველაფერმა საქართველოს საშუალება მისცა განვითარებულიყო, მაგრამ როგორც უწყით, ამან ბევრი მტრები გაუჩინა ქვეყანას და, განსაკუთრებით, დავით კეზერაშვილს. ეხლა, როდესაც ის ხალხი დაუბრუნდნენ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც ამ კორუფციის სისტემას ხელმძღვანელობდნენ, მათ შურისძიება სწადიათ და დავითი მათი ერთ-ერთი უპირველესი სამიზნეა... მას შემდეგ, რაც კერძო სექტორში გადასასვლელად 2008 წელს მთავრობიდან წასვლა გადაწყვიტა და ბიზნესმენი გახდა,  მთელი ამ წლების მანძილზე ის ფინანსების მოძიების კუთხით ცენტრალური ფიგურა იყო და პარტიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიკოსად რჩებოდა. ის მონაწილეობდა პარტიის ყველა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე. 2012 წელს არჩევნებში დამარცხების შემდგომ დაიწყო დევნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ როგორც ახალი ოპოზიციური ძალის და მისი დონორების წინააღმდეგ და მისი როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ის იყო ერთადერთი, რომელიც იცნობდა ნებისმიერი კამპანიის პოტენციურ დამფინანსებლებს და იყო ერთადერთი, რომელსაც დონორები ენდობოდნენ. მისი უმოქმედობის პირობებში საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 2013 წლის ბოლოს ჩატარდა, შეფერხებით წარიმართა ოპოზიციისთვის და 2014 წელს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები კიდევ უფრო რთული იქნება… დავითის წინააღმდეგ მიმდინარეობს და მომავალშიც ადგილი ექნება დევნას, ისევე როგორც ადამიანის უფლებების დარღვევას, რადგან ის ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის“. ფრანგულ სასამართლოს ვთხოვ აღიაროს, რომ დავით კეზერაშვილის ექსტრადირება პოლიტიკურად მოტივირებული მოთხოვნაა, რომელიც ყალბ ბრალდებებს ეფუძნება და, შესაბამისად, გთხოვთ, უარი თქვათ ექსტრადიციის მოთხოვნაზე”, - ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

1-saidumlo-1-1 1-saidumlo-1-2