ნინოწმინდაში მოქალაქემ დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ჩააბარა
საქართველო, 17 იანვარი,
საქინფორმი. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში ქალაქ ნინოწმინდაში მცხოვრებმა, 1979 წელს დაბადებულმა
სამველ ა-მ ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა: დაზგის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმმტყორცნის ჭურვები: 6 ცალი „პეგა-15-პ“ და 6 ცალი „პეგა-9“, ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის „ა-კა-ეს“-ის 12 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).