აქტუალური
დღეს, 18 საათზე, ისრაელის საელჩოსთან იერუსალიმის პატრიარქის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

1-u-posolstva-akt-2-relსაქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. დღეს, 2014 წლის 17 იანვარს, 18 საათზე, თბილისში, ისრაელის საელჩოსთან გაიმართება, იერუსალიმის პატრიარქ ირინეოსის მხარდამჭერი აქცია. აქცია სოციალური ქსელის საშუალებით დაიგეგმა და ორგანიზებას უფლებადამცველი გიორგი გაბედავა უწევს.

"პატრიარქი ირინეოსი უკანონოდ ჰყავთ გამოკეტილი, მთელი მსოფლიო კი დუმს, გამოვხატოთ სოლიდარობა და 17 იანვარს, 18 საათზე შევიკრიბოთ ისრაელის საელჩოსთან, მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი 154", –  ნათქვამია Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ იერუსალიმის პატრიარქი ირინეოსი უკვე რამდენიმე დღეა რაც დაკავებულია.