პოლიტიკა
ეკა ბესელია „ქართულ პარტიაში“ გაერთიანებას არ აპირებს

eka-beseliaსაზოგადოებრივი მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ თავმჯდომარე ეკა ბესელია „ქართულ პარტიაში“ შესაძლო გაწევრების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც ბესელიამ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მას „ქართული პარტიის“ წევრებთან კონსულტაციებიც კი არ ჰქონია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბესელიამ საკუთარი პარტიის შექმნა გადაიფიქრა და „ქართულ პარტიაში“ გაწევრებასთან დაკავშირებით კონსულტაციების წარმოება დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზაფხულზე ბესელია პარტიის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციებს „ქართული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერთან - ლევან გაჩეჩილაძესთან აწარმოებდა.