პოლიტიკა
მთავრობის კანცელარიაში გამართულ შეხვედრას მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები და საქართველოს ფინანსთა მინისტრი დაესწრნენ.
გუშინვე საქართველოს პრემიერ–მინისტრი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა. ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო და კომისიის მდივანი ტომას მარკერტი.
ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ჯანი ბუკიკიოსთან მთავრობის კანცელარიაში შედგა. მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ–სამართლებრივ პროცესებზე და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საკანონმდებლო ცვლილებებს.