საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „არ ვიცი, დაკითხავენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს“

1-premier-saz-3საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. დღეს 11 საათზე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისათვის, სადაც, მან, კერძოდ, განაცხადა, რომ არ იცის, დაკითხავენ თუ არა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილ კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით. პრემიერის განცხადებით, მან მოისმინა პოლიტიკოსთა მოსაზრებებები, რომ კეზერაშვილის კაპიტალი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ყოფილ პრეზიდენტთან.
"ამის თქმა ჩემი მხრიდან არასერიოზული იქნება. ამას სჭირდება მტკიცებულებები და დამტკიცება. მოხდება თუ არა მისი დაკითხვა, ვერ გიპასუხებთ, არ ვიცი. ამას გამოძიება გამოკვეთავს. ეს უნდა მოხდეს გამოძიების ფარგლებში და პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ არც ერთ ქვეყანაში არავის არ გაუჩნდეს რაიმე შეკითხვა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.