საზოგადოება
ქართველმა მეცნიერმა თმის ცვენის მიზეზი დაადგინა

hairპროფესორ თამაზ თამაზაშვილის განცხადებით, თმის ცვენის მიზეზი, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის 50 პროცენტს აღენიშნება, თმის ფოლიკულებზე მზის რადიაციის ზემოქმედებაა.

აღნიშნული აღმოჩენა თამაზ თამაზაშვილმა წიგნში ,,ახალი კონცეფციები თმის ფოლიკულის ფიზიოლოგიაში და ალოპეციის ეტიოპათოგენეზი'' აღწერა. თამაზ თამაზაშვილის განცხადებით, წიგნის პრეზენტაცია ნიუ იორკში 5 ოქტომბერს გაიმართა, ხოლო თბილისში დღეს, 14:00 საათზე, დავით კოდუას სამკურნალო კომბინატ "TDK"-ში მოეწყო.