პრემიერი ღარიბაშვილი: „რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვან პროვოკაციებს არ ველოდებით“
საქართველო, 16 იანვარი,
საქინფორმი. დღეს 11 საათზე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ
ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისათვის, სადაც, მან, კერძოდ, განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან რაიმე მნიშვნელოვან პროვოკაციებს არ ელოდება. პრემიერის თქმით, იგი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ უკრაინის მსგავსი მოვლენები შესაძლოა საქართველოშიც განვითარდეს, რადგან საქართველო რუსეთზე იმდენად დამოკიდებული არ არის, როგორც უკრაინა.
"მე ადრე ვთქვი, რომ მოსალოდნელია პროვოკაციები. ამ პროვოკაციებს ჩვენ ვხედავდით და გვესმის მთელი წლის განმავლობაში. იგივე საოკუპაციო ხაზთან მიმართებაში. გარდა ამისა, სხვა პროვოკაციებიც შეიძლება იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანს არ ველოდებით, რაღაც განსაკუთრებულს, რა უნდა იყოს იმაზე მეტი, რაც უკვე გვაქვს და ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული გვაქვს", - აღნიშნა პრემიერმა.