პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „საპატრიარქოს ხარჯები არ გადაიხედება“

1-pres-pol-3საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. დღეს 11 საათზე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისათვის, სადაც, მან, კერძოდ, განაცხადა, რომ საპატრიარქოს ხარჯები არ გადაიხედება.

ღარიბაშვილის განმარტებით, ჯიპები, რომლებითაც სასულიერო პირები დადიან, მათ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩუქა.

„საპატრიარქოს ხარჯები არ იქნება გადახედული, საპატრიარქოს აქვს გამოყოფილი კონკრეტული თანხა და ამის გადახედვა არ იგეგმება, თუ კონკრეტული ფაქტები გაქვთ მაშინ შეგვიძლია მოკვლევა დავიწყოთ, ის ჯიპები, რომლებითაც საპატრიარქოს წევრები დადიან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჩუქეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.