საზოგადოება
საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. გუშინ საღამოს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად დიდ საკონცერტო დარბაზში გია ყანჩელის შემოქმედებით საღამოს დაესწრო. „სხვა ყანჩელი“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც გია ყანჩელის ყველასათვის ნაცნობი მუსიკის განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოდგენას ისახავს მიზნად.
გია ყანჩელის ნაწარმოებები განსხვავებული ინტერპრეტაციით ლატვიელმა, ამერიკელმა და ქართველმა ჯაზმენებმა შეასრულეს. საღამოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
![]() |
![]() |