პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი APM Terminals-ის წარმომადგენლებს შეხვდა

polit-2-irakli-garსაქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი APM Terminals-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ფოთის პორტისა და ზოგადად ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის  განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

კომპანია APM Terminals დაარსებულია 1975 წელს Maersk Group-ის მიერ. იგი ითვლება საკონტეინეროტერმინალების ყველაზე მსხვილ ოპერატორად მსოფლიოში. კომპანია  ფლობს ფოთის პორტის აქციათა 80%-ს.

APM Terminals-ის აღმასრულებელი დირექტორის კიმ ფეიფერის განცხადებით, კომპანია დაინტერესებულია არა მხოლოდ ფოთის არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებით, არამედ აქვს გრძელვადიანი გეგმები. მანვე კმაყოფილებით აღნიშნა, რომ 2013 წლის 11 თვის მონაცემებით, 16%–ით გაიზარდა საკონტეინერო გადაზიდვები, ასევე გაზრდილია სატრანზიტო გადაზიდვები.

შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა და მას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი დაესწრნენ.