უცხოეთი
საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. 2008 წლის შემდეგ პირველად თბილისსა და სოჭს შორის პირდაპირი სამგზავრო ჩარტერული ავიარეისები აღდგება. ისინი ამოქმედდება ოლიმპიადის დაწყებამდე სამი დღით ადრე - 2014 წლის 4 თებერვალს და ფრენებს კვირაში ორჯერ - სამშაბათსა და ხუთშაბათს კომპანია Airzena Georgian Airlines განახორციელებს.
ავიაკომპანიის ხელმძღვანელთა თქმით, „ოლიმპიადასთან დაკავშირებით მათ რუსეთის მხარეს სთხოვეს, თბილისსა და სოჭს შორის ჩარტერული რეისების განხორციელების ნება მიეცა“, - წერს „კომერსანტი“. რუსეთმაც ნება დართო.
ავიაკომპანიის წარმომადგენელთა თქმით, რეისები მაისამდე და, შესაძლოა, ზაფხულის პერიოდშიც გაგრძელდეს.