ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის სახელწიფო მდივანს ბოდიში მოუხადა
საქართველო, 15 იანვარი,
საქინფორმი. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა
მოშე იაალონმა ბოდიში მოიხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის
ჯონ კერის საშუამავლო ინიციატივებთან დაკავშირებით კრიტიკული გამონათქვამების გამო. კერის ინიციატივები პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის დარეგულირებისკენ იყო მიმართული. ბოდიში მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ადმინისტრაციამ იაალონის ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებას სტრატეგიული მოკავშირეების მიმართ შეურაცხმყოფელი და მიუღებელი უწოდა.
„თავდაცვის მინისტრს არ ჰქონია განზრახვა, რაიმე სახით შეურაცხყოფა მიეყენებინა სახელმწიფო მდივნისთვის და ბოდიშს იხდის, თუკი სახელწიფო მდივანი შეურაცხყო სიტყვებმა, რომლებიც მედიაში მინისტრს მიეწერა“, - ნათქვამია მიმართვაში.
წინა დღეს ისრაელის მედიამ მოახდინა იაალონის ციტირება, რომელმაც თითქოს განაცხადა, რომ კერის გეგმა „იმ ქაღალდადაც არ ღირს, რომელზეც დაიწერა“ და „ვერ უზრუნველყოფს მშვიდობასა და უსაფრთხოებას“.