საზოგადოება
საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ჟორდანია თანამდებობიდან გადადგა.
კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ გიორგი ჟორდანიას ეს გადაწყვეტილება მოუწონა და, ამასთან, სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევნებში მონაწილეობის მიღება ურჩია.
„ჩვენ დღესაც შევხვდით გიორგი ჟორდანიას. ჩვენ მეგობრები ვართ. ვისაუბრეთ, მან მიიღო თავისი გადაწყვეტილება, რასაც მე ვაფასებ. რაც შეეხება ოპერის ხვალინდელ დღეს, ხვალ დილიდან დავიწყებთ ზრუნვას“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ოპერის შემოქმედებითი კოლექტივი გიორგი ჟორდანიას გადადგომამდე რეპეტიციებში მონაწილეობაზე უარს აცხადებდა. ისინი სამხატვრო ხელმძღვანელს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებდნენ.