სამართალი
შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

samart-3-nasamartleviსაქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს და ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი გ., წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი ა., წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი ტ., წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ჯონი ც. და გიორგი ტ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა გიორგი გ-ს პირადი ჩხრეკისას „მაკაროვი“ სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 5 საბრძოლო ვაზნით, გიორგი ა-ს პირადი ჩხრეკისას „მაკაროვი“ სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 6 საბრძოლო ვაზნით, ხოლო გიორგი ტ-ს პირადი ჩხრეკისას „გეკო“ ტიპის იარაღის 34 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე (სსსკ-ის 223-ე პრიმა მუხლით), ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით) და პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე (სსსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს.