სამართალი
ცვლილებები მომსახურების სააგენტოში სხვადასხვა ცნობის გაცემის ვადებსა და ღირებულებაში

samart-2-vadebiსაქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. სსიპ შსს-ს მომსახურების სააგენტო 2014 წლის 18 იანვრიდან გთავაზობთ სიახლეს - იცვლება საინფორმაციო მომსახურების ვადები და ღირებულება. კერძოდ, დაინტერესებულ პირს ნასამართლობის შესახებ ცნობის მიღება შეეძლება 1 სამუშაო დღის შემდეგ 25 ლარად, 3 სამუშაო დღის შემდეგ - 15 ლარად, ხოლო აღნიშნული ცნობის გაცემა 5 სამუშაო დღის შემდეგ არის უფასო.

ცვლილებები აგრეთვე შეეხო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საქართველოს შსს-ს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობების დაჩქარებული წესით გაცემის ვადებსა და ღირებულებას: 1 სამუშაო დღის შემდეგ - 25 ლარი, 3 სამუშაო დღის შემდეგ - 15 ლარი, ხოლო აღნიშნული ცნობების არადაჩქარებული წესით გაცემის ღირებულება შეადგენს 20 ლარს და გაიცემა 5 სამუშაო დღის შემდეგ.