პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს შეხვდა

polit-3-mt-tanamomxsenebeliსაქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები მაიკლ ნსენი და ბორის სილევიჩი მიიღო.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა, სახელმწიფოს მიერ უმცირესობების უფლებების დაცვა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა,  ქვეყნის გზა ასოცირების შეთანხმების პარაფირებიდან მის ხელმოწერამდე, ასევე ის პოზიტიური ცვლილებები, რომლებსაც ხელისუფლება ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის  მიმართულებით ახორციელებს. 

ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა  თანამომხსენებლებს ევროსაბჭოს მიერ საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე გაწეული მხარდაჭერისთვის.

ქართული მხრიდან შეხვედრას პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ივანე მაჭავარიანი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში კონსტანტინე კორკელია ესწრებოდნენ.

polit-3-qvem-tanamomxsenebe