პოლიტიკა
საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველ დირექტორს ოლივიე დეკამპს შეხვდა.
ოლივიე დეკამპი არის EBRD-ში საქართველოსთან მიმართებაში ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი უმაღლესი პირი, ის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში თურქეთის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს კურირებს.EBRD საქართველოში ამ ეტაპზე დაახლოებით 1.8 მილიარდი ევროს ინვესტიციას ახორციელებს, საიდანაც ფინანსდება 150–მდე პროექტი, დაფინანსების უმეტესობა კი კერძო სექტორზე მოდის.
შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და მასზე განხილული იყო ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავებისა და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის საკითხები.