პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს შეხვდა

polit-1-mt-paceსაქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს, მაიკლ ნსენსა და ბორის სილევიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული პოლიტიკურ მოვლენები, საკონსტიტუციო რეფორმა, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, ევროსაბჭოს ყოფილი კომისრის, თომას ჰამარბერგის ანგარიში და უმცირესობათა საკითხები.

ირაკლი ღარიბაშვილმა თანამომხსენებლებს საქართველოს მხარდაჭერისა და გამოჩენილი ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთხელ შეფასდა, როგორც დემოკრატიული და გამჭვირვალე.

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროსაბჭოსთან მჭიდრო ურთიერთობას და მომავალში მოელის უფრო აქტიურ თანამშრომლობას. ჩვენ ჩავატარეთ სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები 2013-ში; არჩევნები, სადაც ადმინისტრაციული რესურსები არ იყო გამოყენებული. მოწვეული გვყავდა დიდი რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებელი, რასაც შემდეგ ეუთოსა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიტიური შეფასება მოჰყვა. ჩვენი ქვეყანა მზადაა, დემოკრატიის განვითარების გზაზე კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

polit-1-qvem-pace