ოთარ ფარცხალაძე: „უგულავა ჩვეულებრივი ბრალდებულია, რომელიც აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში“
საქართველო, 15 იანვარი,
საქინფორმი. უგულავა ჩვეულებრივი ბრალდებულია, რომელმაც თბილისელების ფული მოიპარა, - ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა
ოთარ ფარცხალაძემ „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
“მე პროკურატურაში ყოფნამდე ფინანსურ პოლიციაში ვმუშაობდი, სადაც თუნდაც კეზერაშვილის და გიგი უგულავას ჩადენილ დანაშაულებზე არა ერთი საქმე ყოფილა… ასევე იყო უგულავას 47 მილიონის საქმე. უგულავა არის ჩვეულებრივი ბრალდებული, რომელმაც მოიპარა თბილისელების ფული. უსინდისოდ ამბობს, რომ ეს საქმე საპნის ბუშტივით გასკდება. არაფერი არ გასკდება, უგულავა აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში და დადგება განაჩენი. გამოძიებით დადგენილია, რომ მას, თავის თანამზრახველებთან ერთად, მითვისებული აქვს ბიუჯეტის თანხა. ეს თანამზრახველები არიან მერიის მაღალჩინოსნები, ეს საქმე მიმდინარეობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მრავალი მიეცემა პასუხისგებაში'', - განაცხადა ოთარ ფარცხალაძემ.