სამართალი
შუშების დამუქების შესახებ კანონი მთავრობის წევრებს არ შეეხება

eskortiროგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, თურმე ავტომანქანების შუშების დაბურვასთან დაკავშირებული ცვლილებები არ შეეხებათ პირებს, რომელთაც სახელმწიფო დაცვის პოლიცია ემსახურება.

ასეთები კი არიან: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს გენერალური პროკურორი და სხვა მაღალჩინოსნები.

შეგახსენებთ, რომ ავტომანქანების შუშების დაბურვის ახალი სტანდარტი დღეიდან ამოქმედდა. არსებული წესების დარღვევის შემთხვევაში, ავტოსანტრანსპორტო საშუალებების მძღოლები დაჯარიმდებიან 50 ლარით.