საზოგადოება
საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებს მაიკლ იენსენს და ბორის სილევიჩს შეხვდა.
რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ზაქარეიშვილის განცხადებით, ამაზე ნაკლებად იყო საუბარი.
„ბუნებრივია, მათ აინტერესებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები, თუმცა მათი შესწავლის სხვა მექანიზმები გააჩნიათ და ახორციელებენ კიდეც“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები მაიკლ იენსენი და ბორის სილევიჩი თბილისში დღეს დილიდან შეხვედრებს მართავენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან, სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბართან და, ასევე, მთავარ პროკურატურაში.