აქტუალური
დასრულებული სამშენებლო სამუშაოები მე-5 ქვეით ბრიგადაში

aqtual-2-dasrulebuliსაქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების  მე-5 ქვეით ბრიგადაში 2013 წლისთვის გათვალისწინებული ყველა სამშენებლო სამუშაო დასრულებულია. გორში, მე-5 ბრიგადაში დასრულებული სამუშაოების დასათვალიერებლად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იმყოფებოდნენ. პირველად მათ ბრიგადის პოლიგონი მოინახულეს. ადგილზე აშენდა და გარემონტდა სასროლეთის მართვის ცენტრი, საშხაპეებითა და საკლასო ოთახებით.

მე-5 ქვეით ბრიგადაში განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების პირველ ეტაპზე აშენდა 51- ბატალიონის ერთი სასადილო, რომელიც უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. დასრულდა ბატალიონის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობებში კომუნიკაციების - გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გაყვანა. ამჟამად მათი კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მე-5 ბრიგადის შტაბის ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასადილოს. დასრულდა საკონტროლო გამშვები პუნქტის მშენებლობაც.

საქართველოს მასშტაბით ყველა სამხედრო ბაზაზე სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი დასკვნით ფაზაშია. მშენებლობებს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ღია ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აწარმოებენ.