აქტუალური
უმაღლესი სამეთაურო-საშტაბო კურსი

akt-1-Stabis-Kursiსაქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში სასწავლო ვიზიტით დიდი ბრიტანეთის დელეგაცია იმყოფება. უმაღლესი სამეთაურო-საშტაბო კურსის მონაწილე, 20-მდე ქვეყნის მაღალი რანგის სამხედრო და სამოქალაქო პირებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდა.

ირაკლი ალასანიამ საერთაშორისო კურსის 50 მსმენელს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრისას მინისტრმა საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორობასა და გამოწვევებზე  გაამახვილა ყურადღება.

მაღალი დონის სამეთაურო კურსის მონაწილეებთან სიტყვით გამოსვლისას გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების პრიორიტეტებსა და მიმდინარე წლის გეგმებზე ილაპარაკა. თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი კი სტუმრებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციაში საქართველოს წვლილსა და 2014 წლის ნატოს სამიტზე ესაუბრა.