საზოგადოება
ვარსკვლავოსანი მზიური

mziuri2გოგონათა ლეგენდარულ ანსამბლ „მზიურის“ საიუბილეოდ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა.

ზეიმთან დაკავშირებით გაიმართა კონცერტი, რომელშიც „მზიურის“ პირველი თაობის ყველა წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის თამრიკო გვერდწითელი, რომელიც სპეციალურად ამ კონცერტისთვის რუსეთიდან ჩამოვიდა.

გალა კონცერტის პროგრამაში შესული იყო მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი სიმღერების თანამედროვე და რეტრო ვერსიები ფილმიდან „მზიური“. საღამოზე მომღერლებმა თავად დაუკრეს და სიმღერებიც ცოცხლად შეასრულეს.

კონცერტი, ფონდ „იავნანას“ ეგიდით გაიმართა და საქველმოქმედო იყო. „მზიურის“ სახელით აბაშის რაიონიდან ჩამოსულ შვიდსულიან ოჯახს ბინის გასაღები გადასცეს.

საღამოს დასასრულს „მზიურის“ პირველმა და მეშვიდე თაობამ ერთად შეასრულეს „მზიურის ჰიმნი“.