პოლიტიკა
საქართველოში ევროპის საბჭოს დელეგაციის ვიზიტი დაიწყო

polit-2-evrosabWos-delegaciსაქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები, მაიკლ ასტრუპ იენსენი (დანია, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ALDE) და ბორის ცილევიჩი (ლატვია, სოციალისტური ჯგუფი SOC) ქვეყნის მონიტორინგის მისიის ფარგლებში თბილისში ჩამოვიდნენ. მათი შეხვედრების დროს ძირითადი აქცენტი გაკეთდება არჩევნების შემდგომ პოლიტიკურ ვითარებაზე, საკონსტიტუციო რეფორმაზე, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, ევროკავშირის სპეციალური მრჩევლისა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ყოფილი კომისრის, ბატონი თომას ჰამარბერგის ანგარიშის შემდგომ განვითარებაზე, და ასევე უმცირესობათა საკითხებზე.

თბილისში დაგეგმილია თანამომხსენებლების შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ მინისტთან, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრებთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან და, ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან. დაგეგმილია აგრეთვე განხილვები საპარლამენტო პოლიტიკურ ფრაქციებსა და მართლმსაჯულებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

თანამომხსენებლები პრესკონფერენციას გამართავენ ოთხშაბათს, 15 იანვარს, 19:00 საათზე, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისში, ძმები კაკაბაძეების ქ. 26.