საზოგადოება
ოთარ ფარცხალაძე: „სანამ პროკურორი გავხდებოდი, ჩხატარაშვილი თავს კომფორტულად გრძნობდა პროკურატურაში“

farcxa-saz-2საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის განცხადებით, რომელიც მან „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა, პროკურატურაში მის მისვლამდე წინა მთავრობის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი კონსულტანტად განაგრძობდა მუშაობას.

ჩემს დანიშვნას მოჰყვა დავით ჩხატარაშვილის დაკავება, რომელიც, როგორც გაირკვა, სანამ მე პროკურორი გავხდებოდი, კომფორტულად გრძნობდა თავს პროკურატურაში. თავისუფლად მიდი-მოდიოდა. კონსულტაციებს აძლევდა პროკურატურის მაშინდელ თანამშრომლებს“, - აღნიშნა ფარცხალაძემ.

ერთ-ერთი თემა, რომელსაც ფარცხალაძე ინტერვიუს დროს შეეხო, 24 წლის ასაკში გერმანიაში მისი დაკავება იყო. ყოფილი მთავარი პროკურორი გავრცელებულ ბრალდებას ყაჩაღობის შესახებ უარყოფს და აცხადებს, რომ ინციდენტი, უბრალოდ, გაუგებრობა იყო. მისივე თქმით, შეიარაღებული ყაჩაღობისთვის მაშინ 15-წლიანი პატიმრობა იყო გათვალისწინებული და ამას ნამდვილად არ დაფარავდნენ.