თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ სტუმრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს შეეხნენ. საუბრის ერთ-ერთი თემა სამხედრო მრეწველობის სფეროში თანამშრომლობაც იყო. თავდაცვის მინისტრმა თურქეთის გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე, ISAF-ის მისიასა და მის შემდგომ პერიოდზე, ასევე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე გაამახვილა ყურადღება.
თურქი სამხედრო მაღალჩინოსნები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღო. შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები და შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტიც დაესწრნენ.
თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში გუშინ დასრულდა.